Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ფლორენციული ომლეტი

საჭირო მასალა: 6 კვერცხი, 500 გ. კანგაცლილი და დაჭრილი პამიდორი, 2 კბილი ნიორი, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა რეჰანი, 200 გ. უმარილო ყველი, 2 ს.კ. ზეთი, 2 ს.კ. კარაქი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ზეთმოსხმულ ტაფაზე დავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვნილები, რამდენიმეჯერ მოვურიოთ და დავუმატოთ პამიდორი, დავუწიოთ ცეცხლს და დავახუროთ სახურავი. პამიდორი წვენს რომ დაიშრობს, საწებელი მზად იქნება. ცალკე ტაფაზე გავადნოთ კარაქი, ზედ დავაწყოთ წვრილად დაჭრილი ყველის ნაჭრები, დავასხათ მარილარეული გათქვეფილი კვერცხი და შევწვათ. ომლეტი მივირთვათ პამიდვრის საწებელთან ერთად.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123