Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საკონდიტრო ექსპონატების პირველი გამოფენა საქართველოში

 

დღეს რესტორან "მეტეხის ჩრდილში" უჩვეულო გამოფენა გაიხსნა. პირველად საქართველოში გამოიფინა ექსპონატები, რომლებიც ნამცხვრის, შაქრის, კარამელისა და შოკოლადისგან არის დამზადებული.

გამოფენის ავტორი მსოფლიოში აღიარებული კონდიტერი, ჯორჯ ვაგნერია, რომელიც საქართველოში m/college-ის მოწვევით იმყოფება. სასტუმროების და რესტორნების მენეჯმენტ კოლეჯთან ერთად მან თბილისში საკონდიტრო საქმის შემსწავლელ კურს ჩაუყარა საფუძველი. ვაგნერი 2 კვირის მანძილზე ატარებდა მასტერკლასებს სხვადასხვა რესტორანში დასაქმებული ქართველი კონდიტერებისთვის.
კანადის მზარეულთა ფერედაციის მიერ საუკეთესო კონდიტერად აღიარებულ ჯორჯ ვაგნერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი გამოფენა აქვს მოწყობილი. იგი 26 ოქროს მედლის და ათობით ჯილდოს მფლობელია. მისი ავტორობით გაკეთდა პოპულარული სატელევიზიო შოუ “Pastry by George”, ჩაიწერა არაერთი სასწავლო ვიდეო-გაკვეთილი. არის საფრანგეთის კულინარიის აკადემიის, აშშ-ს კონდიტერთა ალიანსისა და კანადის მზარეულთა ფედერაციის საპატიო წევრი.
ვაგნერმა რევოლუცია მოახდინა კარამელის, შაქრისა და შოკოლადის დამუშავებაში და ხელოვნების დონეზე აიყვანა საკონდიტრო საქმე. 1995 წელს 1250 კგ. შოკოლადისგან ჩინგიზ ხანის ნიღაბი დაამზადა, 1996 წელს კი 2150 კგ. შოკოლადისგან ბიბლიის ერთ-ერთი სიუჟეტისა და მშვიდობის მტრედის ფიგურები გამოჭრა.  
ვაგნერის მიერ შესრულებული გემრიელი ექსპონატების დათვალიერება "მეტეხის ჩრდილში" 7 ივნისის ჩათვლით, 13-დან 18 საათამდე შეგიძლიათ. გამოფენის ორგანიზატორი სასტუმროების და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი – m|group-ია.
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული