Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სოკოს მარინადი

საჭირო მასალა: 500 გ პატარა ზომის ქამა სოკო. მარინადისათვის - 1.5 ს.კ. მარილი, 1 ს.კ. შაქარი, 0.5 ჩ.კ ყვითელი მდოგვის მარცვლები, 0.5 ჩ.კ. შავი მდოგვის მარცვლები, 0.5 ჭიქა ზეთი, 2 ს.კ. ძმარი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ჩ.კ. შავი და თეთრი პილპილის მარცვლები, 1 მწიკვი კვლიავი, 1 მწიკვი ხმელი ქინძი, 1 კბილი ნიორი, 500 მლ წყალი.

მომზადება: ქამა სოკოებს ქუდიდან კანი გადავაცალოთ, 4 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ წყალში და მოვათავსოთ ქილაში. მარინადის ინგრედიენტები, გარდა ძმრისა და ზეთისა, ნახევარი წუთი ვადუღოთ. ჯერ კიდევ თბილ მარინადს დავუმატოთ ზეთი და ძმარი, დავასხათ მოხარშულ სოკოებს, ქილას დავაფაროთ თავსახური და დავაცადოთ შეგრილება ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ მოვათავსოთ მაცივარში. 12 საათის შემდეგ მარინადი მზად იქნება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული