Home
ქართული | English
ოქტომბერი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს საუკეთესო რესტორნები

ბრიტანული ჟურნალი Restaurant ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების რეიტინგს. შეფასებაში 600 შეფ-მზარეული და გასტრონომიული კრიტიკოსი იღებს მონაწილეობას. პირველ პოზიციებს ის რესტორნები იკავებენ, რომელთა შეფ-მზარეულები მოლეკულური სამზარეულოს მიმდევრები არიან და თავისი ინოვაციურობით გამოირჩევიან. 

1.El Bulli, როზესი, ესპანეთი.

კატალონიაში, კოსტა ბრავას სანაპიროზე პატარა რესტორნის El Bulli-ის შეფ-მზარეული ფერან ადრია მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელია. მუშაობს მოლეკულური გასტრონომიის დარგში და მაღალი სამზარეულოს კერძების ერთ-ერთ უბადლო ავტორად ითვლება.

2.The Fat Duck, Bray-on-Thames, დიდი ბრიტანეთი.

მეორე ადგილი ჟურნალის რეიტინგით ჩვენთვის უკვე ნაცნობ რესტორანს ერგო. ასე შეფასდა ჰესტონ ბლუმენტალის ექსპერიმენტები, რომლებიც შორს გასცდა ტრადიციულ სამზარეულოს და ქიმიის, ფიზიკის, ფსიქოლოგიის ცოდნას ეფუძნება.

3. Noma, კოპენჰაგენი, დანია.

ამ რესტორნის მფლობელებმაც მოდური ამპლუა აირჩიეს და გურმანებს ნორდიულ სამზარეულოს "მოლეკულური ინტერპრეტაციით" სთავაზობენ. მდებარეობს კოპენჰაგენის ცენტრში, სანაპიროსთან ახლოს ერთ ძველებურ სახლში, სადაც 2004 წლამდე საწყობი იყო განთავსებული. ახლა იქ ჩრდილო ატლანტიკის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი და ეს რესტორანია განლაგებული.

4. Mugaritz, სან-სებასტიანი, ესპანეთი.

ქალაქის სამხრეთით, ერთ პატარა სოფელში მდებარე ეს რესტორანი მოლეკულური სამზარეულოს შესანიშნავი ნიმუშია. მის შექმნაში მსოფლიოს საუკეთესო რესტორნის, El Bulli-ის შეფი ფერან ადრია მონაწილეობდა. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ აქ განსაცვიფრებელი კერძები გელით, რომელთა უჩვეულო გემო ადრე შეუთავსებელი პროდუქტების შეთავსებით მიიღწევა. თუმცა, ყველაფერი ეს მაინც ესპანური სამზარეულოს ტრადიციების გათვალისწინებით ხდება.

5. El Celler de Can Roca, ჟირონა, ესპანეთი.

რესტორანი 1986 წელს დააარსეს ძმებმა როკებმა. სახელგანთქმულია იმით, რომ ტრადიციულ ესპანურ სამზარეულოში უახლესი ტექნოლოგიები და გასტრონომიის თანამედროვე ტენდენციები ვირტუოზულად გამოიყენება. ასეთმა მიდგომამ რესტორანს უკვე მიშლენის ორი ვარსკვლავიც მოუტანა.

© vinoge.com/“ბიზნესი - ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები”



Informative article, just what I wanted to find. https://tapas.io/FJDHG45KJL5D

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული