Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Legaris, Reserva, 2004

რიბერა დელ დუეროს ცნობილი ადგილწარმოშობის ღვინოა, მთლიანად დაყენებულია ტინტო ფინოს ჯიშის ყურძნიდან (ეს ცნობილი ესპანული ჯიშის, ტემპრანილიოს ადგილობრივი დასახელებაა). ღვინოს შესანიშნავი გარეგნობა აქვს, მუქი ძოწისფერი, სურნელში თავდაპირველად მუხის ძლიერი ტონები ჩნდება, მაგრამ მალე კენკრაც იკვეთება, პირველ რიგში კი ჩახარშული მაყვლის სურნელები. საკმაოდ მაგარი(14%), ძლიერი, სხეულიანი, ტანინებით მდიდარი ღვინოა. მესამე ჩამოსხმაზე ღვინო უფრო მოტკბო გახდა, ანუ მორბილდა და გაიხსნა. ძალიან მოუხდა წითელ ღვინოში მომზადებულ ღორის ფერდს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123