Home
ქართული | English
აპრილი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

მულტიმედია

კომენტარები

პიცა

საჭირო მასალა: 5 გ. მშრალი საფუარი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 175 გ. ფქვილი, 200 გ. ხორცის ფარში, 1-2 ცალი პამიდორი, რამოდენიმე ცალი ზეთისხილი, 100 გ. ყველი, 2 ს.კ. პამიდვრის პასტა, 1 ჩ.კ. გამშრალი ორეგანო და რეჰანი, 1 კონა ახალი რეჰანი.

მომზადება:  ფქვილში ავურიოთ საფუარი, დავუმატოთ 125 მლ. თბილი წყალი და ზეითუნის ზეთი. ცომი მოვზილოთ და დავდგათ თბილ ადგილზე ასაფუებლად. ამასობაში მოვამზადოთ გულსართი – ხორცის ფარში მოვშუშოთ, შეგვიძლია სურვილისამებრ, წყლის ნაცვლად დავუმატოთ ცოტა ღვინო. თხლად დავჭრათ პამიდორი და ზეთისხილი. გავხეხოთ ყველი. როცა ცომი აფუვდება, ამოვიღოთ, გავაბრტყელოთ დაახლოებით 30 სმ. დიამეტრის მრგვალი ფორმისთვის, ზედ წავუსვათ პამიდვრის პასტა, მოვაყაროთ მშრალი მწვანილი, ხორცის ფარში, პამიდვრის ნაჭრები, გახეხილი ყველი, ზეთისხილი და ბოლოს კვლავ მშრალი მწვანილები. პიცა შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და როდესაც გამოცხვება, მოვრთოთ ცოცხალი რეჰანის ფოთლებით.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.