Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიმბუ ჩავალი - ლიმონიანი ბრინჯი

საჭირო მასალა: 350 გ მაღალი ხარისხის გრძელი ბრინჯი, 1 ს.კ. ზეთი, 0,5 ჩ.კ. კამის თესლი, 1,5 ჩ.კ. მდოგვის მარცვლები, 1 ჩხირი დარიჩინი, 825 მლ წყალი, 2 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. კურკუმა, 125 მლ ლიმონის წვენი, 2 ს.კ. კარაქი, 1 ლიმონი, 5-6 ღერი ოხარხუში.

მომზადება: ბრინჯი 15-20 წუთით ცივ წყალში დავალბოთ. ამასობაში სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ მდოგვის მარცვლები, კამის თესლი და დარიჩინის ჩხირი. როდესაც კამის თესლი გაოქროსფერდება, დავუმატოთ გადაწურული ბრინჯი და 2-3 წუთი ვურიოთ. შემდეგ დავასხათ მარილიანი წყალი და დავაყაროთ კურკუმა. 1-2 წუთში, როდესაც წყალი ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ, ქვაბს დავახუროთ სახურავი და ხარშვა განვაგრძოთ. დაახლოებით 20 წუთში, როდესაც ბრინჯი მთელ წყალს შეიწოვს, ქვაბს სახურავი მოვხადოთ, ამოვიღოთ დარიჩინის ჩხირი, დავასხათ ლიმონის წვენი და ზემოდან მოვათავსოთ კარაქის ნაჭრები. 2-3 წუთში ბრინჯს ფრთხილად ამოვურიოთ. კერძი სუფრასთან ლიმონის ნაჭრებსა და ოხრახუშთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული