Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კატეგორიები საშემოდგომოდ

შემოდგომის დადგომასთან ერთად წითელი ღვინოებიც უფრო აქტუალური ხდება. თუ ზაფხულში მსუბუქი სხეულის, გრილ, ხალისიან თეთრებს მივირთმევთ ხოლმე, შემოდგომაზე ჯემის, სანელებლებისა და ჩირის არომატულ ღვინოებს არჩევენ. ახლა შესანიშნავი დროა თეთრი მდიდარი და ვარდისფერი ღვინოებისთვის, ასევე მსუბუქი და საშუალოდ სხეულიანი წითელი ფერის ტანინებით.  სტატიაში ავტორი ევროპულ საშემოდგომო  ღვინის კატეგორიებს ურჩევს მკითხველს.

პირველ რიგში შირაზზე წერს. ამ ჯიშის ღვინოები, განსაკუთრებით, განსაკუთრებით თუ რონშია მოყვანილი, გამოირჩევა მაყვლისა და კენკრის აეკმატებით, ასევე ძირტკბილას, თეთრი წიწაკისა და ქონდრის ნოტებით, რაც ძალიან უხდება შემოდგომის გრილ ამინდებს. 

გრენაში ან გარნაჩა (ესპანურად) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშია. მწიფდება გვიან, ამიტომ მას ცხელი და მშრალი პირობები სჭირდება. ღვინოს ძირითადად კენკრის არომატები (ჟოლოსა და მარწყვის) ახასიათებს, გემო კი სირბილეთი და მაღალალკოჰოლური შემცველობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა,რომ სომელიეები და ღვინის ექსპერტები ამ ჯიშს დიდ პატივს სცემენ, ხშირად იჩრდილება ხოლმე მომხმარებლებისგან ისეთი ვაზის ჯიშებით, როგორიცაა კაბერნე სოვინიონი, მერლო და სირა. გრენაშისგან შეიძლება სხვადასხვა სტილის ღვინო დაიწუროს. მისგან ძირითადად წითელ ღვინოს აყენებენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს გრენაშის როზეებიც. ძირითადად აყენებენ ხოლმე გრენაშს ან  კი გრენაშა ნუარ-ს. ესპანეთსა და ზოგიერთ ქვეყანაში, როგორც გარნაჩას, ისე იცნობენ. თეთრი გრენაშსაც დიდი ადგილი უკავია პრიორატსა და რონის ხეობაში.

შემდეგია ზინფანდელი, რომელიც სონომაში, კალიფორნიაში ხარობს მეტწილად. მას ხშირად ეძახიან “ამერიკის ყურძენს”. ზინფანდელის საშემოდგომო ღვინოები შეიძლება იყოს ძალიან მსუბუქი, ხან კი საკმაოდ მდიდარი, რომელსაც მოცვისა და სანელებლების მდიდარი არომატები ახასიათებს. უხდება შემწვარ ხორცსა და პიცას, განსაკუთრებით კი შემოდგომის ამინდებს.

პინო ნუარის ელეგანტური ღვინოები, როგორც ავტორი გვირჩევს, გამორჩეული სწორედ ორეგონის ჩრდილო დასავლეთით, Willamette Valley-დანაა. გრილი კლიმატი ღვინოს განსაკუთრებულ მახასიათებლებსა და არომატებს სძენს, როგორიცაა ჟოლოს, მწიფე ალუბლის, შავი ჩაის, მიწის, დარიჩინისა და თამბაქოს სურნელება. ძალიან უხდება საშემოდგომო კერძებს, შემწვარ ქათამსა და სოკოს.

შემდეგია შენინ ბლანი - ეს ვაზის ჯიში გამოირჩევა ვაშლისა და თაფლის სურნელებით. ახასიათებს სიხალასე და მინერალური არომატებიც. ძალიან უხდება შემწვარ ღორის ხორცსა და ღორის სხვა კერძებს. ის შეიძლება იყოს ტკბილიც, ცქრიალაც და მშრალიც. განსაკუთრებით გემრიელი კი ცქრიალა და მშრალი შენინ ბლანია.

შარდონე საკმაოდ ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და დაფასებული ვაზის ჯიშია. ხშირად ქამელეონ ვაზსაც უწოდებენ, რადგან მარტივად ეგუება იმ გარემოს, რომელშიც ხარობს. საფრანგეთში შარდონეს ყველგან აღმოაჩენთ, ბურგუნდიაში, შამპანში, ელზაში. განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებულია გერმანიასა, და შეერთებულ შტატებში. შარდონესგან დამზადებული ღვინოები არის საკმაო და ელეგანტური ღვინოები დახვეწილი და ხილის არომატით. ბურგუნდიაში მას მუხის კასრებში აძველებენ. არომატები განსხვავდება ტერუარების მიხედვით. ძირითადად ახასიათებს ბრიოშის, თხილის, ციტრუსის არომატები. სტატიას გაეცნობით wine.com-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული