გამოქვეყნებულია: 30 მარტი, 2011 - 13:46

საჭირო მასალა: 350 გ. ფქვილი, 150 გ. კარაქი, 100 გ. შაქრის პუდრა, 2 ცალი კვერცხის გული, 1 ცალი კვერცხის გული – ზემოდან წასასმელად, 350-400 გ. კურკაგამოცლილი ფინიკი.
მომზადება: ცომის ინგრედიენტები ავურიოთ და მოვზილოთ ფხვიერი ცომი და 1 საათით მოვათავსოთ მაცივარში. ცომი დავყოთ პატარა ბურთულებად და თითოეულ მათგანს გულში ჩავუდოთ თითო ფინიკი, გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით, ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
© ღვინის კლუბი/Weekend
namcxvari
ავტორი: keti - 31/03/2011
fantastiuri namcxvaria, magram netav sheidzleba am namcxvris gulshi gatarebuli nigozi, dachrili chiri da qishmishi chavackoT??? me mgoni, mouxdeba
- reply
რა თქმა უნდა შეიძლება -
ავტორი: keti adeishvili - 03/04/2011
რა თქმა უნდა შეიძლება - ნიგოზიც, ნუშიც, ნებისმიერი თხილეული. ასევე ჩირები - მე შავქლიავას ან კურაგას (გარგარის ჩირი) გავუკეთებდი სიამოვნებით. თუ ნიგოზი ბევრი იქნება, შეიზლება ცოტა თაფლი ან შაქრის პუდრა დაემატოს, ვისაც ტკბილი უნდა გამოუვიდეს ნამცხვარი.
- reply










