Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხორცი კიტრით კორეულად

საჭირო მასალა: 800 გ კიტრი, 1/3 ჩ.კ.მარილი, 500 გ ღორის ან ხბოს ხორცი, 2 თავი ხახვი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 3 კბილი ნიორი, 1 ს.კ. ჩილის სოუსი, 1/2 ჩ.კ. დაფქული ქინძის თესლი, 1/2 ჩ.კ.შაქარი, 3 ს.კ. სოიის სოუსი, 2 ს.კ. ღვინის ძმარი, ზეთი შესაწვავად.

მომზადება: კიტრი დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და 30 წუთით მოვათავსოთ თასში. კიტრი გავწუროთ და ავურიოთ1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, ქინძის თესლი, შაქარი და ჩილის სოუსი. ხახვი და წიწაკა დავჭრათ მრგვალ, თხელ ნაჭრებად, ხორცი დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. ღრმა ტაფაში ზეთში შევბრაწოთ ხორცი, დავუმატოთ ხახვი და მოვშუშოთ ხახვის დარბილებამდე. დავუმატოთ სოიის სოუსი, დაჭყლეტილი 2 კბილი ნიორი, ბულგარული წიწაკა და დავასხათ კიტრის ნაჭრებს. დავამატოთ ძმარი, ცოტა ხანს თავდახურული გავაჩეროთ და შეგრილებული მივიტანოთ სუფრასთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული