Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯუსოს მეღვინეობა - მცირე მარნების ანთოლოგია (102)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

-ჩვენს ოჯახში ოდითგანვე არსებობდა ღვინის დაყენების ტრადიცია. დიდი პაპებიდან ერთი მეღვინე იყო, მეორე კი ვენახისა და ღვინის სიყვარულით ყოველ წელს ღვინოს აყენებდა. ჯუსო მეზვრიშვილი, ჩვენი დიდი პაპა, 30 წელი მანავის საწარმოს მმართველი იყო. ჯუსო აყებენდა მხოლოდ ”ევროპულ” ღვინოს, ჩვენ კი 2017 წლიდან ვაყენებთ ნატურალურ ღვინოს ძველი ქარტული ტრადიციული წესით ქვევრში.  2018 წელს ავაშენეთ მარანი სადაც გვაქვს 17 ქვევრი, რომლებიც 18 ტონის მოცულობისაა.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- საფერავი, ბუდეშური საფერავი, ქისი, ხიხვი, მწვანე, ვარდისფერი საფერავი და მცირეოდენი ბუერა.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- რქაწითელი, მწვანე, საფერავი, ქისი-მწვანე და კოსტაფე (რქაწითელი,ქისი,მწვანე, ბუერა) რომელიც 60 წლის ჩვენი პაპის ვენახიდანაა დამზადებული. კარგი ღვინის წარმოება დამოკიდებულია უპირველესად კარგ ვენახზე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის დუღილის პროცესს და ქვევრიდან ბოთლში ჩამოსხმამდე პერიოდს, რომელიც ძალიან სათუთი და საყურადღებოა განსაკუთრებით ჩვენთვის, როგორც ნატურალური მეღვინეებისთვის (რადგანაც ჩვენ არ ვიყენებთ არანაირ დანამატებს, საფუარს, გოგირდს). ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაც ჩვენს ღვინოს განსაკუთრებულს ხდის არის, ის აურა და მაგიური ძალა, რომელიც ჩვენ წინაპრებისგან მოგვდევს, ჩვენს მარანში ტრიალებს და იმ დადებით ენერგიას გადასცემს რაც ღვინოს აკეთილშობილებს.  

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- პირველი მაღაზია რომელშიც 2017 წლის ღვინო რქაწითელი-მწვანე გასასინჯათ მივიტანეთ იყო, ასევე ახალი გახსნილი 8000 მოსავალი. შემდეგ ღვინის ბიბლიოთეკა და შემდეგ უკვე სხვა მაღაზია რესტორნები.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?  გაიხსენეთ უცხოურ ბაზარზე ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება. რომელი ქვეყნის ბაზარზე გაყიდულა/იყიდება თქვენი პროდუქცია?

- დიახ, ჯუსოს ღვინო გადის 6 ქვეყანაში:გერმანია,ბელგია,ამერიკა,იაპონია,დანია და თურქეთი. სანამ პირველად გერმანიის ბაზარზე გაიყიდებოდა ჩვენი ღვინო, გასასინჯად 2018 წლის საფერავი- ბუდეშური გავგზავნეთ, რომლის დეგისტაციის პროცესი საკმაოდ გაიწელა. თუ სწორედ მახსოვს, გაგზავნიდან 4 თვის შემდეგ მომდის წერილი, სადაც წერია რომ ჩვენი ღვინო გასინჯეს და ფურორი მოახდინა, ვციტირებ „ეს საფერავი რომ დავლიე, ასე მეგონა, ტყეში მივდიოდი კალათით კენკრის საკრეფად“. ამ წერილიდან 1 თვეში პირველად გავაგზავნეთ ჯუსოს ღვინოები საზღვარგარეთ გერმანიაში.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ჩემი აზრით ჩვენ, მცირე მეწარმეებს, რაც ყველაზე ძალიან გვაკლია, არის უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობა. ამის ნაკლებობა, რა თქმა უნდა, განპირობებულია პირველ რიგში მოუცლელობის და შემდეგ მცირე ფინანსური რესურსების გამო. 

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- რადგანაც ჩვენ ნატურალური ქვევრის ღვინის მწარმოებლები ვართ და ვცდილობთ ის ძველი ტრადიცია შევინარჩუნოთ, ამასთან ასევე მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვეობასაც ავუწყოთ ფეხი, ამისთვის კი აუცილებელია მუდმივად ახლის ძიებაში ყოფნა. 

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- დამწყები მეღვინის შემთხვევაში, პირველ რიგში, აუცილებელია დააყენოს უნიკალური და გამორჩეული ღვინო, რაც მუდმივი შრომის შედეგად შეიძლება მიიღოს, და მეორე და ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ 10 წარუმატებელი შეთანხმების შემდეგაც არ დანებდეს და გააგრძელოს იმის კეთება, რაც ყველაზე ძალინ უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს.  

მარნის მისამართი: საგარეჯო, გულისაშვილის 24.
ტელეფონი: 595 558857
ელფოსტა: jusoswinery@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: FB: jusoswinery / Instagram

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული