Home
ქართული | English
აპრილი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

მულტიმედია

კომენტარები

საქონლის ხორცი ბოსტნეულითა და ღვინით

საჭირო მასალა: 1 კგ. საქონლის ხორცი, 3-4 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 2 ცალი პომიდორი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 200 გ. მშრალი წითელი ღვინო, 150 გ. ზეთი. ნახევარ-ნახევარი კონა ქინძი, ოხრახუში, კამა და რეჰანი, 1 ს.კ. სახამებელი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხორცი დავჭრეათ მოზრდილ ნაჭრებად. ტაფა გავაცხელოთ, დავასხათ ზეთი, დავუმატოთ მარილი, პილპილი და ზედ დავყაროთ ხორცის ნაჭრები, შევწვათ ყველა მხრიდან. იმავე ცხიმში მოვშუშოთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და სტაფილო, შემდეგ გადავიტანოთ სქელძირიან ჭურჭელში, დავუმატოთ კანგაცლილი, მსხვილად დაჭრილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, წვრილად დაჭრილი ნიორი და ხორცის ნაჭრები. ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი მწვანილი, მოვასხათ ღვინო და წამოვადუღოთ, შემდეგ დავუმატოთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ხორცი დაფაროს, დავაფაროთ საფარებელი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 40-60 წუთის განმავლობაში. 3/4 ჭიქა ცივ წყალში გავხსნათ სახამებელი და მცირე ნაკადით შევურიოთ კერძს, თან ვურიოთ. ვხარშოთ 7 წუთის განმავლობაში.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.