Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“კარდანოს” ფონდი და ქართული ღვინო

2022 წელს, შვეიცარულმა ფონდმა „კარდანომ“ საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის პროდუქტის მიკვლევადობის უნიკალური ტექნოლოგიის შექმნას ემყარებოდა. საპილოტე პროგრამის პირველი მონაწილეები, ღვინის წარმოების უძველესი, 8000-წლოვანი ისტორიის მქონე კუთხის — ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეღვინეები იყვნენ.  

მიკვლევადობის მეთოდი მარტივია: ფონდმა „კარდანომ“, კომპანია „სკანტრასტთან“ თანამშრომლობით, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით, გაყალბების საწინააღმდეგო QR-კოდები შექმნა, რომლებიც ღვინის ბოთლებზეა დატანილი და მათი სკანირებით, მომხმარებელი ეცნობა ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის შესახებ, პროდუქტის მწარმოებლის შესახებ და მოცემული მეღვინეობისთვის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სერტიფიკატების შესახებ: აპლიკაცია ცოცხალ რეჟიმში უკავშირდება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მეღვინეებზე გაცემული სერტიფიკატების ბაზას.

მიკვლევადობის პროექტის იდეა ფონდ „კარდანოში“ 2020 წელს, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საწარმოების მიერ მასობრივი ათვისების სტრატეგიის განხილვისას დაიბადა და მიზნად ისახავს, ციფრული ცვლილება ბლოკჩეინის სფეროს მიღმა, სხვადასხვა ინდუსტრიაში დანერგოს.

საქართველოსთვის, როგორც ღვინის ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყნისთვის, მიკვლევადობის ინოვაციური ტექნოლოგია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა: ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, მემორანდუმის ფარგლებში, ფონდ „კარდანოსთან“ გრძელვადიანი თანამშრომლობა დაგეგმა, რაც, ეტაპობრივად, პროექტში ყველა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ჩართვას გულისხმობდა და გადაწყვიტა, მეტი გამჭვირვალობისთვის, სერტიფიცირების ყველა პროცედურა ბლოკჩეინზე განეთავსებინა. 

დღეს, „კარდანოს“ მიერ შექმნილი ღვინის მიკვლევადობის სისტემა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ პროგრამას წარმოადგენს და მას, როგორც ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელებაში რეგისტრირებული მეღვინეობები, ასევე — კახეთის რაიონში მდებარე საწარმოებიც იყენებენ. კომპანია „სკანტრასტთან“ ერთად, პროდუქტის მიკვლევადობის ბლოკჩეინის ტექნოლოგია ღვინის მსოფლიო ბაზარზე გაყიდვის ახალ, რევოლუციურ წესებს ამკვიდრებს: მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიერი ადგილმდებარეობიდან დაასკანიროს ღვინის ბოთლზე დატანილი QR-კოდი და დეტალური ინფორმაცია მოიპოვოს პროდუქტის წარმომავლობის შესახებ, ღვინის მწარმოებელთან კი პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროს. 

Cardano Foundation Engineering-ის ვიცე-პრეზიდენტმა მელ მაკკანმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან ბევრ რამეს გაამარტივებს: “კარდანოს ფონდი ამაყობს ამ ტექნიკური ინტეგრაციით. ეს თანამშრომლობა განავითარებს ბიუჯეტურ, ორიგინალურ, მოქნილ სეტიფიცირებულ სისტემასა და შემოქმედებით მიდგომას, რომელიც ღვინის საწარმოების მომხმარებელთან ურთიერთობას კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარმართავს." 

ბოლნური ღვინოების დაჭაშნიკებას 11 მაისს, "ახალი ღვინის ფესტივალზე" შეძლებთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული