Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ნუშითა და მარწყვის სოუსით

საჭირო მასალა: ქათმის 4 ფილე, 1/2 ჭიქა ნუში, 1 კვერცხის ცილა, 1 ჭიქა გარეცხილი მარწყვი, 1 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. ძმარი ბალზამიკო, 1 ს.კ. სიმინდის სახამებელი, 2-3 ს.კ. ქათმის ბულიონი (შესაძლოა ცოტა მეტიც), 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი ახალი როზმარინი.

მომზადება: წინასწარ გავახუროთ ღუმელი 350 გრადუსამდე. დავფქვათ ნუში. ქათმის ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ამოვავლოთ ჯერ კვერცხის ცილაში, შემდეგ კი ნუშის ფანტელში. დავალაგოთ საცხობ ფორმაზე, დავახუროთ თავზე და გამოვაცხოთ 30-35 წთ სანამ არ დარბილდება და შეყავისფრდება. მარწყვის სოუსისათვის შევურიოთ მარწყვი, შაქარი,  ბალზამიკო და დავაბლენდეროთ. ჩავასხათ მიღებული მასა პატარა ქვაბში და დავამატოთ ქათმის ბულიონი, სიმინდის სახამებელი და როზმარინის ნაწილი. მივიყვანოთ ადუღებამდე და დაბალ ალზე ვადუღოთ 5 წუთი. ქათამს ზემოდან მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ როზმარინი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული