Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის საერთაშორისო დღე 27 აპრილს აღინიშნება

წელს საქართველოში ქვევრის საერთაშორიო დღე 27 აპრილს, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართება.

ქვევრის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია ქვევრის და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მსოფლიო ბაზრების მეტი ინფორმირებულობა ქვევრის ღვინოზე, მის რეგიონალურ ქვესტილებზე, ენოლოგიურ თავისებურებებზე, ტრადიციებზე, გასტრონომიულ ღირებულებაზე, ორგანოლეპტიკურ თვისებებზე და ნაირსახეობებზე, ვაზის ჯიშებისა და ადგილების მიხედვით.

ქვევრის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება:

•             ქვევრის საერთაშორისო კონფერენცია;

•             QVEVRI GRAND OPENING | ქვევრის გახსნის საზეიმო რიტუალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მარნებში;

•             QVEVRI GLASS Inauguration by Riedel | რიდელის ქვევრის ჭიქის ინაუგურაცია;

•             საპატიო სომელიეების წოდების მინიჭების ცერემონიალი;

•             მუსიკალური პერფომანსი ქვევრზე.

აღსანიშნავია, რომ ქვევრის საერთაშორისო დღე და მათ შორის, ქვევრების გახსნის საზეიმო რიტუალი გაშუქდება საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის წევრ 68 ქვეყნის ეროვნული ასოციაციაში და საერთაშორისო ღვინის მედიაში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება უფასოა, ხოლო მეღვინეებს, რომლებსაც სურთ საზეიმო გახსნაში მონაწილეობა ორგანიზატორებს უნდა გაუგზავნონ ვიდეო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 50 წამს.

აღნიშნული ღონისძიების პარტნიორები კი ღვინის კლუბი, ასოციაცია ქართული ღვინო,  იმერული ღვინის ასოციაცია,  ელკანა,  8000 მოსავალი, ექსპო ჯორჯია არიან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული