Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პასტა პენე ისპანახით

საჭირო მასალა: 250 გ პასტა პენე, 500 გ ისპანახი, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 2 ს.კ. ზეთი, 4 კვერცხი, 100 გ სქელი ნაღები, 250 გ რიკოტა ან ნადუღი, 100 გ გახეხილი პარმეზანი, მარილი, წიწაკა, ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: პასტა ჩავყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში და მოვხარშოთ. შემდეგ გადავწუროთ და შევაშროთ. ნიორი და ხახვი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. ზედ დავყაროთ ხახვი და ნიორი. ვშუშოთ, სანამ არ დარბილდება. დავასხათ 200 მლ წყალი და წამოვადუღოთ, დავუმატოთ დაჭრილი ისპანახი, მარილი და წიწაკა. როცა მოითუთქება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავწუროთ. ცალკე ჯამში ავურიოთ კვერცხი, ნადუღი, მარილი და ჯავზი, დავუმატოთ 80 გ პარმეზანი, პასტა და ისპანახი. ეს მასა 20 სმ დიამეტრის ცხიმწასმულ ფორმაში მოვათავსოთ, ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი პარმეზანი, გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 35-40 წუთის შემდეგ მოვხსნათ ფოლგა და 10-15 წუთი კიდევ ვაცხოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული