Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ყველა ღვინო გაიყიდა, დაინტერესება ძალიან დიდი იყო" - ქართული მარნები მერანოს ღვინის ფესტივალზე

მერანოში, იტალიაში, 4 ნოემბერს მერანოს 32-ე ღვინის ფესტივალი გაიხსნა, სადაც საქართველო 20 ღვინის კომპანიით წარდგა. ეს ფესტივალი პირველად 1992 წელს გაიმართა. ეს იყო პირველი ღვინის ფესტივალი ევროპაში, რომელიც დროთა განმავლობაში არა მხოლოდ იტალიის, არამედ საერთაშორისო მასშტაბის წამყვან მოვლენად და ღვინის პროფესიონალებისა და მოყვარულების შეხვედრის ტრადიციულ ადგილად იქცა. 2022 წელს მერანოს ღვინის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და ჩატარდა.

იტალიაში, მერანოს ღვინის ფესტივალზე, ასოციაცია “ქართული ღვინისა" და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაციაც გაიმართა. დეგუსტაციას უძღვებოდა გუიდო ინვერნიცი(იტალიის სომელიელთა ასოციაცია) და ესწრებოდნენ ღვინის შემსყიდველები, ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები. დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო 8 ქართული კომპანიის ღვინო, სხვადასხვა რეგიონიდან.

საქართველოდან წარმოდგენილი იყო წითელი, თეთრი და ქარვისფერი ღვინოები. მეღვინეობა "მილორაული" უკვე მეორედ იღებს მონაწილეობას მერანოს ღვინის ფესტივალზე, როგორც თამარ მილორავა გვესაუბრება, 2019 წელთან შედარებით ახლანდელ ფესტივალზე უფრო მეტად იცნობდნენ ქარვისფერი ღვინის ტექნოლოგიასა და ზოგადად, ქართულ ღვინოს: "დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო, წელს ვიზიტორიც უფრი მეტი მოდიოდა საქართველოს სტენდებთან და მოთხოვნაც ქარვისფერ ღვინოზე შესამჩნევად გაზრდილი იყო. ჩვენ წარვადგინეთ საფერავი, ქისი, ტრიო (ქისი/ხიხვი/მწვანე) და ოთხი ყურძნის ბლენდი (ქისი/ ხიხვი, მწვანე, რქაწითელი) ამათ გარდა კი შირაზი და მოლტეპულჩიანო, რომლებიც საქართველოში მოგვყვავს." თამარი აღნიშნავს იმასაც, რომ სხვა ქართულ ღვინოებს შორის სტუმრები ძირითადად ქარვისფერით ინტერესდებოდნენ: "ტექნოლოგიურად ყველაფერს ვუხსნიდით, რადგან უმეტესობამ არ იცის, რატომ აქვს ღვინოს ქარვისფერი შეფერილობა, რატომ აქვს ტანინები, თუმცა მთლიანობაში ძალიან კარგად ჩაიარა. ფესტივალის შედეგებს კი 3-4 თვე მაინც სჭირდება, წინ ჯერ კიდევ დიდი დროა" - ამბობს თამარი.

"ნინო მერის მარანი" ფესტივალზე პირველად გამოვიდა: "ვფიქრობ, რომ თუ მუდმივად არა, რამდენჯერმე მაინც უნდა მიიღოს მეღვინემ ასეთი ტიპის ღონისძიებებზე მონაწილეობა, რათა ხალხმა უკეთ გაიცნოს და დაიმახსოვროს მისი ღვინოები. ჩვენ ხიხვი, ქისი და საფერი გავიტანეთ და სიმართლე რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ქარვისფერ ღვინოზე, როგორც უცხოსა და განსაკუთრებულ პროდუქტზე მოთხოვნა დიდი იყო, საფერავზე უფრო მეტად გამოხატავდნენ აღფრთოვანებას. გასაყიდად აღარც ერთი წვეთი ღვინო არ დაგვრჩენია, ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ ქართული ღვინის დახლთან. " - გვესაუბრება ნინო მერის მაძღარაშვილი.

"ქეითვაინის" მეღვინე კი აღნიშნავს, რომ ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად იყო დაგეგმილი: "საქართელოს დახლთან იყო მონიტორი, სადაც იტალიის საზღვრებს გარეთ ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული მერანოს ღვინის ფესტივალის შესახებ გადიოდა ფილმი. ჩვენ ქვევრის ღვინო გვქონდა წაღებული და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის საკმაოდ განსხვავებული ტექნოლოგიაა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს სხვადასხვა კატეგორიის ღვინოების მიმართ." - აღნიშნავს ქეთევან ალადაშვილი.

ფესტივალზე 20-მა ქართულმა ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა:

"შატო მუხრანი"

"მეღვინეობა ჯივიესი"

"ნინო მერის მარანი"

"ბარბალეს მარანი"

"მუზე"

"მეღვინეობა იყალთო"

morcheuli & Vinoveli Wines

"მეღვინეობა მარბანო"

"ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო"

"მამისეული მარანი"

"ნასრაშვილების საოჯახო მეღვინეობა"

Katewine

"ნათენაძის ღვინის მარანი"

"დორემის ღვინო"

"ბაბუნიძის ღვინოები"

"ჯუსოს მეღვინეობა"

"ამბრა"

Qvevri Wine Cellar

"ამოა"

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული