Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნუგზარ გოდოლაძე, ეთნო მარანი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (61)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– მარნის დაარსება დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, თუმცა დაკავებული ვიყავი სხვა საქმიანობით. მიზეზი კი ამ საქმის ცოდნა და სიყვარულია, რაც ჩვენი ოჯახის საუკუნოვანი ტრადიციაა.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– გაშენებული გვაქვს: ცოლიკაური, ციცქა, ოჯალეში, კაპისტონი, ძველშავი.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
– ძირითადად ვაწარმოებთ ქვევრის თეთრ და წითელ ღვინოს, რომელიც გამოირჩევა დაწურვისა და შენახვის უძველესი ტექნოლოგიით.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
– აქამდე ბიზნეს ობიექტებთან კონტაქტი არ მქონია, ვყიდდი ლიტრაჟობით, ოჯახიდან. გადავწყვიტე ბოთლში ჩამოსხმა და ბაზარზე გატანა.

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
– ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე სახელის დამკვიდრება.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ძირითადი დაბრკოლება ხარისხიანი ღვინის გასაღების ბაზრის მოძიებაა, რადგან უმეტესად მომხმარებელი ორიენტირებულია დაბალ ფასზე. ვისურვებდი, რომ ღვინის გასაღების ბაზარზე აქცენტი გაკეთდეს მის ხარისხზე და ტექნოლოგიაზე, და ფასიც იყოს შესაბამისი.
– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
– თანამედროვე ქართული ღვინის კულტურას მნიშვნელოვნად განავითარებს მისი ცნობადობის გაზრდა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე, რისთვისაც საჭიროა მაკავშირებელი ძალა გლეხსა და ბაზრის წარმომადგენელს შორის.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?
– დამწყები მევენახე-მეღვინისთვის აუცილებელია ამ საქმისადმი სიყვარული. გაიარონ კონსულტაციები უხუცეს მეღვინეებთან, რათა შენარჩუნდეს ღვინის უძველესი ტექნოლოგიები.

მარნის დასახელება: ეთნო მარანი

მარნის მისამართი: ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქორენიში

ტელეფონი: 599518813

ელფოსტა: ngodoladze1972@gmail.com

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.