Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოსპი ნიახურითა და ლიმონით

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 2 ღერი ნიახურის ძირი, 0,5 კონა ოხრახუში, 150 გ წითელი ოსპი, 300 მლ ბოსტნეულის ბულიონი, მარილი, პილპილი, შაქარი – გემოვნებით, 1 ცალი ლიმონი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

მომზადება: ხახვი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ. თხლად დავჭრათ ნიახურის ძირი, ფოთლები შევინახოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, ნიახური და მოვშუშოთ. დავუმატოთ ოსპი და 1 წუთი ვურიოთ. დავასხათ ბულიონი და თავდახურული 7-10 წუთი ვხარშოთ, სანამ მოიხარშება და წვენი დააშრება. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მწიკვი შაქარი, ცოტაოდენი ლიმონის წვენი. ოსპი სუფრაზე მიტანის წინ მოვრთოთ დაჭრილი ოხრახუშით, ნიახურის ფოთლებით და დაჭრილი ლიმონით.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული