Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწვანე მინესტრონე

საჭირო მასალა: 1,2 ლ ბოსტნეულის ბულიონი, 2 თავი ხახვი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 6 მარცვალი შავი პილპილი, 200 გ ნედლი ცერცვი ან გაყინული მწვანე ბარდა, 1 დიდი კონა კამა თავისი ძირით, 300 გ ახალი კომბოსტო, 1 ცალი ცუკინი, 0,5 ჩ.კ. თავშავა, რამდენიმე ღერი მწვანე ხახვი, 200 მლ არაჟანი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ბულიონი ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ დაფნის ფოთლები, პილპილის მარცვლები, გაჭრილი ხახვი, მარილი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და თავდახურული ვხარშოთ 30 წუთის განმავლობაში. კამა, კომბოსტო და ცუკინი დავჭრათ. ბულიონი გადავწუროთ, დავუმატოთ ცერცვი ან ბარდა და 5 წუთი ვადუღოთ. დავუმატოთ დაჭრილი ბოსტნეული და კიდევ 5 წუთი ვადუღოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ არაჟანი, თავშავა, მარილი და პილპილი. მინესტრონე სუფრაზე არაჟნის სოუსთან ერთად გავიტანოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.