Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კონგრი

საჭირო მასალა: 250 გ წითელი ლობიო, 5 ჭიქა წყალი, 2 ცალი ტკბილი წიწაკა, 250 გ ღორის ხორცი, 200 გ ხახვი, 4 კბილი ნიორი, 4 ჩ.კ. მარილი, 1,4 ჩ.კ. თავშავა, 1/4 ჩ.კ. კუმინი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, 500 გ ბრინჯი, 30 გ ღორის ქონი ან ბეკონი.

მომზადება: ლობიო წიწაკასთან ერთად დავალბოთ წყალში და მთელი ღამე გავაჩეროთ. დილით მოვხარშოთ. თუ დაიშრო სითხე – დავუმატოთ. მოხარშული ლობიო გადავწუროთ, 3 ჭიქა ნახარში შევინახოთ. ღორის ხორცი პატარა ნაჭრებად დავჭრათ და მსუბუქად შევბრაწოთ, რომ ცხიმი გაუშვას. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და წიწაკა. როდესაც მოიშუშება, დავუმატოთ ლობიო, გადანახული ლობიოს ნახარში, მარილი, თავშავა, კუმინი და დაფნის ფოთოლი. როდესაც ეს ყველაფერი ადუღდება, დავუმატოთ გარეცხილი ბრინჯი და წვრილად დაჭრილი, მოშუშული ღორის ქონი. როდესაც ბრინჯი დარბილდება, კერძი მზადაა. ვხარშოთ საშუალო ტემპერატურაზე. კონგრი კარგი გარნირია ხორცის ან თევზის კერძებისათვის.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული