Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარტოფილის პიურისა და ისპანახის მობრაწულა კვერცხით

საჭირო მასალა: 800 გ კარტოფილი, 200 მლ რძე, 450 გ ისპანახი, 1 თავი ხახვი, 1 ს.კ. კარაქი, 150 მლ სქელი ნაღები, 4 კვერცხი, 1 ჩ.კ. კარაქი ფორმის გასაპოხად, მარილი, ჯავზი, თეთრი პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი მოვხარშოთ მარილიან წყალში, გადავწუროთ, დავასხათ რძე, დავუმატოთ მარილი, ჯავზი და მოვამზადოთ პიურე. ისპანახს დავასხათ 6 ს.კ. წყალი, დავახუროთ ქვაბს სახურავი და 6 წუთი ვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ. ისპანახს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გათქვეფილი ნაღები. ქვაბს სახურავი მოვხადოთ და წამოვადუღოთ. დავუმატოთ მარილი, ჯავზი და პილპილი. კარაქწასმულ ფორმაში ჯერ კარტოფილის პიურე მოვათავსოთ, შემდეგ ისპანახი და ზემოდან  დავახალოთ მთლიანი კვერცხები. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 15 წუთი ვაცხოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული