Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მაღირიცა (ბერძნული სააღდგომო წვნიანი)

საჭირო მასალა: 1,5 კგ ცხვრის გულ-ღვიძლი, 10 ღერი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 3 კონა კამა, 2 ძირი სალათის ფოთოლი, 1-1,5 ჭიქა მრგვალი ბრინჯი, 3 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ცალი ლიმონი, 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: გულ-ღვიძლი კრგად გავასუფთავოთ და გამდინარე წყალში დიდი ხნის განმავლობაში გავრეცხოთ. მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცხელი წყალი და ვხარშოთ, სანამ არ დარბილდება. შემდეგ ნახარში გადავასხათ და გულ-ღვიძლი დავჭრათ. ქვაბში ჩავასხათ ზეთი, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ, დავუმატოთ დაჭრილი გულ-ღვიძლი, დაჭრილი სალათის ფოთლები, მწვანილი, მარილი, პილპილი, დავასხათ 4 ჭიქა წყალი და დავდგათ მოსახარშად. როდესაც ადუღდება, ჩავაყაროთ ბრინჯი. თუ წვნიანი სქელი იქნება, წყალი კიდევ დავუმატოთ. ბრინჯი რომ მომზადდება, წვნიანი ცეცხლიდან გადმოვდგათ. კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. ცალკე  კარგად გავთქვიფოთ ცილა, სანამ მყარ მასას არ მივიღებთ, ნელ-ნელა დავუმატოთ 2 ს.კ. ცივი წყალი, კვერცხის გულები და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. ისე, რომ თქვეფა არ შევწყვიტოთ, ნელ-ნელა დავუმატოთ  კვერცხის ნარევს ბულიონი, რომ არ აიჭრას, შემდეგ მთელი მასა დავუმატოთ დანარჩენ კერძს და დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მივიყვანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული