Home
ქართული | English
სექტემბერი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

მულტიმედია

კომენტარები

კარტოფილის ბუდეები კვერცხით

საჭირო მასალა: 1 კგ მოხარშული კარტოფილი, 250 გ ბროკოლი, 350 მლ რძე, 2 ს.კ. კარაქი, 4-6 კვერცხი, 3 ს.კ. კეტჩუპი ან პამიდვრის სხვა საწებელი, მარილი, ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: ბროკოლი პატარა ყვავილედებად დავანაწევროთ და მარილიან წყალში მოვხარშოთ. კარტოფილი დავჭყლიტოთ. რძეში ჩავყაროთ ჯავზი და მარილი, დავუმატოთ კარაქი და შევათბოთ. სითხე შევურიოთ დაჭყლეტილ კარტოფილს და მოვამზადოთ პიურე. საცხობ ქაღალდზე წავუსვათ ცოტა ცხიმი. ზედ მოვათავსოთ 4-5 ნაწილად გაყოფილი კარტოფილის მასა. თითოეულს მივცეთ ჩიტის ბუდის ფორმა, შიგნით ჩავახალოთ 1-2 კვერცხი. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით, სანამ კვერცხი პირს არ შეიკრავს. გამომცხვარი ბუდეები მოვრთოთ ბროკოლითა და პამიდვრის საწებლით.

© ღვინის კლუბი/Weekend



პაჩტი აჭარულია....

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.