Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

100 ღვინო ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეხამებით

The Wine Enthusiast-ის 2011 წლის შედეგების მიხედვით

ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი კითხვა აწუხებთ – რატომ ღირს ეს ღვთაებრივი სასმელი იმაზე მეტი, რისი გადახდაც შეგვიძლია? ჟურნალ The Wine Enthusiast-ში გამოქვეყნებული სია ერთგვარი ანტიდოტი, თერაპიაა ღვინოზე გაზრდილი ფასების წინააღმდეგ. სიაში შესული ყველა ღვინო 15 დოლარის საფასო სეგმენტში შედის. სასურველი ღვინის არჩევა სახეობის, ქვეყნის, მწარმოებლის, ბრენდის მიხედვით შეგიძლიათ -  ჟურნალის მესვეურები ამგვარად ცდილობენ დაეხმარონ ღვინის მოყვარულებს იმაში, რომ სასმელისგან უდიდესი სიამოვნებაც მიიღონ და არც მათი ჯიბე შეთხელდეს. გასული 12 თვის განმავლობაში ჟურნალის დეგუსტაციის ექსპერტებმა 16 000-ზე მეტი სახეობის ღვინო გასინჯეს და მათგან ფასი-ხარისხის შესაბამისობის მიხედვით გაყიდვების საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 100 ღვინო შეარჩიეს. სიის შედგენისას ისინი ასევე შეეცადნენ სხვადასხვა სტილის, სახეობისა და წარმომავლობის ღვინოზე გაეკეთებინათ არჩევანი. შედეგად მიიღეს მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ღვინოების კოლექცია, რომლის საუკეთესო ათეულსაც ჩვენი გაზეთის დღევანდელ ნომერში წარმოგიდგენთ.

1.      Pacific Rim 2010 Riesling (Columbia Valley (WA))

ადგილი  - Columbia ValleyWashington,US

ჯიში  - Riesling

ფასი – 10 დოლარი, ქულა - 90

ატმის, გარგარის, მსხლის, პიტნის არომატებით მდიდარი რისლინგი მშრალისა და ტკბილის ზღვარზე. ძალზე მდიდარი ბუკეტია ასეთი იაფი ღვინისთვის.

 

   2. Dominio de Eguren 2009 Protocolo Tempranillo (Vino de la Tierra de Castilla)

ადგილი  -  Northern SpainSpain

ჯიში   -  Tempranillo

ფასი - 7 დოლარი, ქულა - 89

ესპანური წითელი ღვინის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში, უმაღლესი ხარისხის, ძალზე გემრიელი, შთამბეჭდავი და ამასთან, იაფი. ღრმა, მდიდარი ღვინოა, პიტნის სურნელით, კენკრისა და მცენარეული ნოტებით.

 

3. Bogle 2010 Sauvignon Blanc (California)

ადგილი - California OtherCaliforniaUS

ჯიში - Sauvignon Blanc

ფასი - 9 დოლარი, ქულა - 89

ეს სოვინიონ ბლანი აზიური მსხლის, მანადრინისა და მწვანე ვაშლის არომატით, აგრეთვე სასიამოვნო მჟავიანობით გამოირჩევა.  

 

4 Quinta do Serrado 2007 Serrado Colheita Portuguese Red (Dão)

ადგილი - Portugal

ჯიში  - Portuguese Red

ფასი - 7 დოლარი, ქულა - 90

3-4 წლის დაძველების, შესანიშნავი ტანინიანი  ღვინოა მინერალების ნოტებითა და შავი მოცხარის არომატით.

 

5 Delicato 2009 Domino Pinot Grigio (California)

ადგილი  - California OtherCaliforniaUS

ჯიში  - Pinot Grigio/Gris

ფასი - 7 დოლარი, ქულა - 88

მშრალი ღვინოა, შესანიშნავია კოქტეილის ინგრედიენტად და აპეტაიზერებზე მისაყოლებლად. შთამბეჭდავია ციტრუსის, მინერალებისა და პაპაიას მდიდარი არომატის გამო, ბოლოში თაფლის გემოს ტოვებს. ჩამოსხმულია 21 000 კეისის ოდენობით.

 

6        Cameron Hughes 2007 Lot 157 Cabernet Sauvignon (Yountville)

ადგილი  - NapaCaliforniaUS

ჯიში - Cabernet Sauvignon

ფასი - 15 დოლარი, ქულა - 92

ბაზარზე წარმოდგენილ კაბერნეთაგან ერთ-ერთი საუკეთესოა. კლასიკური, მშრალი, მდიდარი, ელეგანტური და ტანინიანი ღვინოა. ჩამოსხმულია 4 000 კეისის ოდენობით.

 

MontGras 2009 Quatro Red Blend (Colchagua Valley)

ადგილი  -  Chile

ჯიში - Red Blend

ფასი - 12 დოლარი, ქულა - 90

ამ ღვინოში ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის მოტკბო, კვამლის სურნელი და  ქლიავისა და სანელებლების არომატი. ჩილეური ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომელიც წლიდან წლამდე კიდევ უფრო უკეთესი ხდება.

 

8 Tormaresca 2009 Neprica Red Blend (Puglia)

ადგილი -  Southern ItalyItaly

ჯიში - Red Blend

ფასი - 12 დოლარი, ქულა - 90

ნეპრიკა ნეგროამაროს, პრიმიტივოსა და კაბერნე სოვინიონის კუპაჟია სამხრეთ იტალიიდან. ღვინო, ხარისხის გათვალისწინებით, საკმაოდ იაფი ღირს, მწიფე ხილის, სანელებლებისა და ტყავის არომატით ხასიათდება. შესანიშნავად ეხამება ხორციან კერძებს, პასტასა და დავარგებულ ყველებს.

 

9 DFJ Vinhos 2010 Grand’Arte Alvarinho (Lisboa)

ადგილი - Portugal

ჯიში - Albariño

ფასი - 11 დოლარი, ქულა - 91

სავსე, დამრგვალებული ღვინოა, ანანასის, ნესვისა და ატმის ნოტებით. ხასიათდება ყურძნის ცოცხალი გემოთი, ამავე დროს, მდიდარი და შთამბეჭდავი ღვინოა.

 

10 Washington Hills 2010 Sauvignon Blanc (Washington)

ადგილი  - Washington OtherWashington,US

ჯიში  - Sauvignon Blanc

ფასი - 9 დოლარი, ქულა - 90

არომატული, ტკბილი ბალახისა და ნედლი მუხუდოს ნოტებით ხასიათდება. სასიამოვნო მჟავიანობით გამოირჩევა, უხდება ტარტებს, გრეიფრუტს, ეგზოტიკურ ხილს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული