Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უძველესი შამპანური და ახალი რეკორდი

ფინეთში გამართულ აუქციონზე მსოფლიოში უძველესი შამპანურის - Veuve Clicquot-ს ბოთლი რეკორდულ ფასად – 43,6 ათას დოლარად გაიყიდა. ეს ძვირფასი სასმელი თავის დროზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-სთვის მიჰქონდათ გემით, მაგრამ ხომალდი ბალტიის ზღვაში ჩაიძირა და ეს სწორედ იმ მარაგიდან გადარჩენილი შამპანურია. უძველესი შამპანურის დაპატრონებაში ერთმანეთს სინგაპურელი და ამერიკელი მყიდველები ეცილებოდნენ. საბოლოო ჯამში, სინგაპურელმა იმარჯვა, რომელიც ფსონებს ინტერნეტის საშუალებით დებდა და ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

ამავე აუქციონზე კიდევ ერთი საინტერესო ისტორიის მქონე შამპანური იყო გამოტანილი –კომპანია Juglar-ის ჩამოსხმის ღვინო, რომელიც აგრეთვე ზღვის ფსკერიდან არის ამოღებული. ეს იშვიათი ლოტი 35 ათას დოლარად გაიყიდა. სომელიე ელა გრუსნერ კრომველ-მორგანი, რომელსაც წილად ხვდა პატივი, ეს ღვინო დაეგემოვნებინა, აღნიშნავს, რომ სასმელი მოტკბო გემოთი და მკვეთრად გამოხატული მჟავიანობით ხასიათდება. მას ყვავილების, ციტრუსისა და გარგარის არომატი აქვს.

ნიუ-იორკის აუქციონის სახლ Acker Merrall & Condit–ის გენერალურმა დირექტორმა –ჯონ კეპონმა განაცხადა, რომ აღნიშნული აუქციონი დიად, ისტორიულ მოვლენად ჩაიწერება ღვინის ისტორიაში. ,,ევროპაში გამართულ აუქციონზე ერთმანეთს ამერიკა და აზია ექიშპებოდა, შედეგად კი ახალი რეკორდი დამყარდა. ეს ფაქტი ელიტური ღვინის ბაზრის გლობალიზაციაზე მეტყველებს და ეს მხოლოდ დასაწყისია”- განაცხადა მან.

შეგახსნებთ, რომ  2008 წელს გამართულ აუქციონზე 1959 წლის ჩამოსხმა ვარდისფერი შამპანური Dom Perignon  42 ათას დოლარად გაიყიდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.