Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გუფთები ოსპითა და ბოსტნეულის გარნირით

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 270 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 150 გ წითელი ოსპი, 6 ცალი ტკბილი წიწაკა, 1 პატარა ყაბაყი, 150 გ ხორცის ფარში, 1 ცალი კვერცხი, 1 ს.კ. ძირა, 1 ს.კ. პაპრიკა, 2 ს.კ.

სოუსი აივარი (შეიძლება ჩანაცვლდეს ბლენდერში დაქუცმაცებული, მოშუშული ნივრის, პამდვრისა და ტკბილი წიწაკის ნარევით), 1 პატარა კონა მწვანე ხახვი, 1 ს.კ. ტომატპასტა, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ნიორი და ხახვი წვრილად დავჭრათ. 200 მლ ბოსტნეულის ბულიონი ავადუღოთ, დავუმატოთ დაჭრილი ბოსტნეული, ოსპი და თავდახურული 8-10 წუთი ვხარშოთ. შემდეგ სახურავი მოვხადოთ და ვადუღოთ, სანამ სითხე არ დაშრება და გავაგრილოთ. პარალელურად წიწაკა და ყაბაყი მოგრძო, თხელ ღერებად დავჭრათ. ოსპი და მოხარშული ბოსტნეული შევურიოთ ხორცის ფარშს. სურვილისამებრ, შეგვიძლია ბლენდერით ან ჩოფერით დავაქუცმაცოთ. შევურიოთ კვერცხი. მოვაყაროთ მარილი, ძირა, პილპილი და პაპრკა. ფარშისგან მოვამზადოთ კაკლისოდენა გუფთები და მდუღარე მარილიან წყალში 10 წუთი ვხარშოთ. დარჩენილი ბულიონი ღრმა ტაფაში გავაცხელოთ, დავუმატოთ დაჭრილი წიწაკა, დავახუროთ სახურავი და 8 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ყაბაყი და სოუსი აივარი. თავდახურული კვლავ ვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ტომატპასტა, წიწაკა, მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. გუფთები  მოშუშულ ბოსტნეულზე დავაწყოთ და ისე მივირთვათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული