Home
ქართული | English
დეკემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

მულტიმედია

კომენტარები

გამომცხვარი კარტოფილის კრემ-სუპი

საჭირო მასალა: 4 ცალი მოზრდილი, ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, 2/3 ჭიქა კარაქი, 2/3 ჭიქა ფქვილი, 8-10 ჭიქა რძე, 2-3 კბილი დანაყილი ნიორი, 1 ჭიქა არაჟანი, 6 ღერი მწვანე ხახვი, 14 თხელი ნაჭერი ბეკონი, 2 ჭიქა გახეხილი ყველი ჩედერი, 1 ს.კ. ზეთი, ქინძის ფოთლები – მოსართავდ, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ბეკონი ძალიან წვრილად დავჭრათ და ცხიმში შევბრაწოთ. კარაქი გავადნოთ (არ ავადუღოთ!), დავამატოთ ფქვილი და მოვშუშოთ, სანამ არ გაოქროსფრდება. დავასხათ რძე, ნიორი და ვთქვიფოთ, რომ გაიხსნას. დავუმატოთ დაჭყლეტილი ან ბლენდერით დაქუცმაცებული, გამომცხვარი კარტოფილი, დაჭრილი მწვანე ხახვი, არაჟანი, ყველი და ვაცადოთ, რომ ყველი ჩადნეს. გმოვაყაროთ მარილი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ შებრაწული ბეკონი და მოვრთოთ ქინძის ფოთლებით.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული