Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

გამომცხვარი პანგასიუსი ბოსტნეულით

საჭირო მასალა:1 კგ. პანგასიუსი, 300 გ. ბროკოლი, 2-3 სტაფილო, 3 მომჟავო ვაშლი, 1 ქილა დაკონსერვებული პამიდორი ჩერი, 1 ს.კ. ზეთი, 1/2 ჩ.კ. როზმარინი, მარილი და შავი პილიპილი – გემოვნებით.

მომზადება:გამოსაცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი. გათლილი ვაშლი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჩავაწყოთ ფორმის ცენტრში. გარშემო შემოვუწყოთ სიგრძეზე დაჭრილი სტაფილო, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. თევზის ნაჭრებს შევაზილოთ მარილი, პილპილი და როზმარინი, დავაწყოთ ვაშლს და ცარიელი ადგილები შევავსოთ წინასწარ მარილწყალში მოხარშული ბროკოლით და პამიდვრით. თუ არ გვაქვს დაკონსერვებული, შეგვიძლია შევცვალოთ ცოცხალი პამიდვრით. ფორმა შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე მანამ, სანამ ბროკოლი არ მოიბრაწება.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234