გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი, 2014 - 20:53
საჭირო მასალა: 300 გ სალათის ფოთლები ან ნედლი ისპანახი, 4 მოხარშული კვერცხი, 1 ბროწეული, 150 გ ლორი, 3 ს.კ. ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. ბალზამიკო, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: კვერცხს მოვაშოროთ ნაჭუჭი, გავჭრათ, ამოვიღოთ კვერცხის გული და ჩანგლით დავსრისოთ, ცილა წვრილად დავჭრათ. ლორი პატარა კუბებად დავჭრათ და ზეითუნის ზეთში მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ. დავუმატოთ ბალზამიკო და 2-3 წუთში ცეცხლიდან გადმოვდგათ. სასალათეში მოვათავსოთ მსხვილად დაქუცმაცებული სალათის ფოთლები ან ისპანახი, მოვაყაროთ კვერცხის ცილა, ლორი, კვერცხის გული და ბროწეული.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი