Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დორადა ვერმუტის სოუსით

საჭირო მასალა: 600 გ მოხარშული კარტოფილი, 250 გ კამა ბოლქვიანად, 150 გ ნიახურის ღერები, 100 გ ხახვი, 1 ცალი ფორთოხალი, 100 მლ მშრალი ვერმუტი, 8 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. ვარდისფერი პილპილი, 1 ცალი ლაიმი, 2 ტოტი როზმარინი, 2 ცალი თევზი დორადა (თითო 450 გ), 120 გ პამიდორი ჩერი ყუნწებიანად, ზღვის მარილი - გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი 0,5 სმ სისქის მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ. ნიახური და კამის ბოლქვი საშუალო ზომაზე დავჭრათ, კამის ფოთლები გადავინახოთ. ხახვი წვრილად ავკეპოთ. ფორთოხალს მოვაცალოთ ცედრა და გავწუროთ. ფორთოხლის წვენი, ცედრა, ვერმუტი და ზეითუნის ზეთი  ერთად ავურიოთ. დავუმატოთ დაჭრილი ბოსტნეული და მარილი. ბოსტნეული გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე და 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში  10 წუთით შევდგათ.

ლაიმი თხლად დავჭრათ. როზმარინი დავკეპოთ, თევზებს მუცელში ჩავუწყოთ ლაიმის ნაჭრები და როზმარინი, მოვაყაროთ მარილი, მოვათავსოთ ბოსტნეულთან ერთად და 15-20 წუთით ისევ შევაბრუნოთ ღუმელში. მომზადებამდე 5 წუთით ადრე დავუმატოთ პამიდორი ჩერი. მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი კამა და ზღვის მარილი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული