Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დაფარშული სოკო

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 12 ცალი დიდი ზომის ქამა სოკო, 300 გ პამიდორი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 300 გ ისპანახი, 100 გ ყველი ემენტალი, 125 მლ ნაღები, 1 ს.კ. ტომატპასტა, ახლადდაფლუი პილპილი და მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ნიორი და ხახვი წვრილად დავჭრათ. სოკოები გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გავამშრალოთ. ფრთხილად მოვაშოროთ ფეხები და წვრილად დავჭრათ პამიდორთან ერთად. ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ნიორი, ხახვი და მოვშუშოთ. დავუმატოთ დაჭრილი ისპანახი. როდესაც დარბილდება, დავუმატოთ დაჭრილი სოკო, პამიდორი და 1-2 წუთი ვშუშოთ. შემდეგ შევურიოთ გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი. ნარებში ავურიოთ ტომატპასტა, მარილი და პილპილი, შევურიოთ მოშუსულ ინგრედიენტებს და ამ მასით ამოვავსოთ სოკოს ქუდები. დაფარშული სოკოები მოვათავსოთ საცხობ ფორმაში, ზემოდან გახეხილი ყველი მოვაყაროთ და დაახლოებით 25 წუთით ღუმელში ვაცხოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული