Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

სოკოს წვნიანი მდნარი ყველით

500გრ. ქამა სოკო
500 გრ. ხის სოკო
200 გრ. მდნარი ყველი ,,ვიოლა,,
2 თავი ხახვი
2 ცალი სტაფილო
2 ცალი კარტოფილი
2 ლიტრა წყალი
კამა, ქინძი
მარილი, შავი პილპილი
კარაქი და ზეთი
1 ცალი ლიმონი

წვრილად დავჭრათ კარტოფილი და დავდგათ მოსახარშად. დავჭრათ წვრილად ხახვი, დავხეხოთ სტაფილო და მოვშუშოთ ცოტა ზეთში, ჩავდოთ ეს მოშუშული მასა კარტოფილის ბულიონში. დავჭრათ სოკო წვრილად, მოვშუშოთ კარაქში და ზეთში. დავამატოთ სოკო ბულიონის მასას. ვხარშოთ 5 წუთის განმავლობაში, დავამატოთ მდნარი ყველი (კარგათ იხსნება ბულიონში), შევანელოთ პილპილით, მარილით, დავაჭრათ წვრილად კამა და ქინძი, 1 წუთით წამოვადუღოთ და მზად არის. მე ნახევარი ბოსტნეული-სოკოს მასა ამოვიღე, დავაბლენდერე და დავაბრუნე წვნიანში. უფრო სქელი და კრემისებური წვნიანი გამოვიდა. დასაყოლებლად უხდება გახუხული ნიორწასმული პურის ნაჭერი.
 
© Peppi

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234