გამოქვეყნებულია: 26 ივნისი, 2010 - 16:51

საჭირო მასალა: 1 საშუალო ზომის სტაფილო, 1-2 თავი ხახვი, 2 ცალი ბადრიჯანი, 1 პატარა ქილა მწვანე ბარდის კონსერვი, 200 გ. ყვავილოვანი კომბოსტო, 2 ცალი ბულგარული წიწაკა, 2 კბილი ნიორი, 1 კონა რეჰანი, 1 კონა ოხრახუში, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით. ზეთი – ბოსტნეულის შესაწვავად. 1 ჩაის ჭიქა ბრინჯი.
მომზადება: ზეთდასხმულ ტაფაზე დავყაროთ მსხვილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო, რამდენიმე წუთში დავუმატოთ თხლად დაკეპილი კომბოსტო, საშუალო ნაჭრებად დაჭრილო ბადრიჯანი, მწვანე ბარდა, დავახუროთ საფარებელი და დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავუმატოთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და გავაგრეძელოთ თუშვა. 10 წუთის შემდეგ მოვაყაროთ მწვანილი და სანელებლები. ბრინჯი რომ მოიხარშემა, კერძი მზადაა.
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:
აგი ფლავს უფრო გავს
რიზოტო
ავტორი: hirondelle - 27/06/2010
აგი ფლავს უფრო გავს
რიზოტო სულ სხვა რამეა როგორც ვიცი
რავა, რახან ორივე ბრინჯითაა?
- reply
მართალია, ეს კერძი რიზოტო არ
ავტორი: Anonymous - 19/08/2010
მართალია, ეს კერძი რიზოტო არ არის, მაგრამ მარტივად შეიძლება მისი რიზოტოდ გადაკეთება, თუ ცალკე მოამზადებთ ბრინჯს შემდეგნაირად: ქვაბში ცხიმში იშუშება მრგვალი ბრინჯი 1-2 წუთის განმავლობაში რათა ბრინჯი ცხიმის ფენით დაიფაროს და შემდეგ ემატება 1/2 ჭიქა თეთრი ღვინო.ღვინის ნახევრად აორთქლების შემდეგ ნელ-ნელა პატარა მოცულობით ამატებთ ჩხელ წყალს ან ქათმის ბულიონს, შეიძლება ბოსტნეულის ნახარშიც და მუდმივად ურევთ ხის კოვზით, მანამ ბრინჯი არ მოიხარშება და ამის შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ ცალკე მოშუშული ზემოთ რეცეპტში ჩამოთვლილი ბოსტნეული, ასე სულ სხვა იქნება :)
- reply










