Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალიგო (კარტოფილის პიურე ყველით, არაჟნითა და ნივრით)

საჭირო მასალა: 1 კგ კარტოფილი, 600 გ ყველი კანტალი ან იმერული ჭყინტი ყველი, 100 გ კარაქი, 100 გ არაჟანი, 2 კბილი ნიორი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი კარგად გავრეცხოთ და კანიანად ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში. ვხარშოთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კანი გავაცალოთ და ბლენდერით დავაქუცმაცოთ. კარტოფილის პიურეს დავუმატოთ თხლად დაჭრილი ყველი, თან ხის კოვზით კარგად ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. სქელძირიან ქვაბში ან ღრმა ტაფაზე მოვათავსოთ არაჟანი და კარაქი, დავდგათ ცეცხლზე, დავუმატოთ კარტოფილის პიურე და განვაგრძოთ ხის კოვზით ზელა. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და მარილი. მივირთვათ ცხლად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.