Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შემწვარი ქათამი ცხარე სოუსში

500 გრ ქათმის ფილე ან ბარკლები
2-3 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1 ცალი საშუალო ზომის ხახვი
1 მოზრდილი კბილი ნიორი
3-4 ს/კ ტომატ პასტა
2-3 ჩ/კ აჯიკა
ხმელი ქინძი სუნელი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა
1 ჩ/კ შაქარი
1 ს/კ ძმარი
მარილი

ქათამი დავჭრათ პატარა ნაჭრებად (უკეთესია, კანს თუ მოაცლით), დავამარილოთ და ცხელ ტაფაზე დავალაგოთ, მოვასხათ 1/4 ჭიქა თეთრი ღვინო და შევბრაწოთ. სოუსს შემდეგნაირად ვამზადებთ: ტომატ პასტას შევურიოთ აჯიკა, სუნელები, ცოტა წითელი წიწაკა, შაქარი და შევათხელოთ ადუღებულ-გაციეული წყლით. ბულგარული წიწაკა დავჭრათ გრძლად და მაღალ ცეცხლზე ზეთში მოვთუშოთ. რომ შეიბრაწება ამოვიღოთ და იმავე ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშოთ, როცა შეყვითლდება, დავამატოთ ნიორი, მოთუშული ბულგარული წიწაკა და წინასწარ გამზადებული ტომატ-პასტა. კარგად რომ წამოდუღდება, დავამატოთ მარილი და ძმარი, ერთხელ წამოვადუღოთ. ჩავალაგოთ შემწვარი ქათამი, კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ და მზადაა.

© naka

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული