Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კვლავ ორდღიანი ZERO COMPROMISE

ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE უკვე დიდი ხანია რაც თბილისის ღვინის რუკაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ამ დღეებს არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ღვინის მოყვარულები და ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროთი დაინტერესებული ადამიანები ელიან.

წლევანდელი „ზერო“ შარშანდელის მსგავსად ორდღიანი იყო (2-3 მაისი) რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფესტივალის ორგანიზატორებისთვის, რადგან ნამდვილად არაა ადვილი თბილისის ცენტრში (ღონისძიება ამჯერადაც ყოფილ საპრეზენტაციო სივრცე „არტარეაში“ ჩატარდა) ორი დღის მანძილზე უმასპინძლო ათასობით შეზარხოშებულ ადამიანს ისე, რომ ერთი ექსცესიც კი არ მოხდეს.

ZERO COMPROMISE კვლავ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. წელს ფესტივალში ასოციაციის წევრი ქართული მარნების გარდა სხვა ქვეყნების წარმომადგენელი მეღვინეც მონაწილეობდა, რაც ამ ღონისძიების განვითარებასა და წინსვლაზე მეტყველებს. ღვინის მოყვარულებს ქართული ღვინის გარდა შეეძლოთ დაეჭაშნიკებინათ ტაივანური, ფრანგული, იტალიური, ავსტრიული, სლოვენიური, იაპონური, ავსტრალიური, ამერიკული და გერმანული ღვინოებიც.

გიორგი რევაზიშვილი, მევენახე-მეღვინე შიდა ქართლიდან: “ქართლის ღვინო ადრე ბევრმა საერთოდ არ იცოდა როგორი იყო. ახლა კი უცხო ადამიანები მოდიან და უკვე მეკითხებიან თეთრი ღვინო ჩინურია თუ გორული მწვანე და წითელი შავკაპიტოა თუ თავკვერი. დიდი ინტერესი აქვთ უცხოელებსაც. განსაკუთრებით ბევრი ევროპელია ჩამოსული“.

წლევანდელ „ზეროზე“ აშკარა იყო ბუნებრივად ცქრიალა ღვინის, იგივე
„პეტ-ნატების“ ბუმი. გასულ წლებში ბევრი მცირე მარანი შეეჭიდა ცქრიალა ღვინის შექმნის რთულ საქმეს და მათი მცდელობები ფესტივალზე მისულმა სტუმრებმა სათანადოდ შეაფასეს და დააფასეს.

ზურა ხვთისიაშვილი, მარანი „ღვინო ხვთისია“:ყველა ტიპის ღვინოს თავისი მომხმარებელი ჰყავს. კახეთს როდესაც იგებენ, ქვევრის ღვინო აინტერესებთ ხოლმე, თუმცა ბოლო დროს „პეტ-ნატები“ ძალიან პოპულარული გახდა. „პეტ-ნატებს“ განსაკუთრებით ახალგაზრდები ითხოვენ. მეღვინეების ნახევარს მაინც გვაქვს ასეთი ტიპის ღვინო, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ჩვენც ვუწყობთ ფეხს მოთხოვნებს“.

როგორც იცით, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ აერთიანებს იმ მარნებს, რომლებიც ღვინოში არანაირ დანამატებს არ ხმარობენ, ვენახებს კი მძიმე პესტიციდებისა და ჰერბიციდების გამოყენების გარეშე უვლიან. აღნიშნული ასოციაციის ნიშნით შეფუთული ღვინო ავტომატურად ნიშნავს, რომ იგი ინსპექტირებული და შემოწმებულია ასოციაციის მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცა ხარისხის ნიშანი. ასოციაციის წევრი მარნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობენ ღვინის ისეთ ფესტივალებში, სადაც მონაწილეობის უფლება მხოლოდ ბუნებრივ ღვინოს და ამგვარი ღვინის შემქმნელ მეღვინეებს ეძლევათ. შესაბამისად, თბილისის ZERO COMPROMISE-ს სტუმარი უცხოური ღვინის მარნებიც ანალოგიური ფილოსიფიის მატარებელი გახლდათ.

ანნა სოლიანი, მეღვინე იტალიიდან: „ჩემთვის მთავარი ინტერესის საგანს ადგილობრვი ღვინის ჭაშნიკი და ადამიანების გაცნობა წარმოადგენს. ქართული ღვინო რამდენჯერმე უკვე გავსინჯე ევროპაში და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა განსაკუთრებით ქვევრის რქაწითელმა. ევროპელი მეღვინეებისთვის საქართველო შთაგონების წყარო უნდა გახდეს, რადგან როგორც ვიცით, სწორედ ეს ქვეყანაა ღვინის სამშობლო“.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტიორების დიდი ნაწილი უკვე ისედაც მუშაობს ქართულ ბაზარზე და მათთვის განსაკუთრებულ სიახლეს აღარ წარმოადგენს რეგიონების და ჯიშურობის მიხედვით განსხვავებული ქართული ღვინო. ფაქტია, რომ ევროპაში და ამერიკაში ქართული ღვინის შესახებ უკვე ბევრმა ადამიანმა იცის და ჩვენი ღვინო აღარ არის მხოლოდ ეგზოტიკური სასმელების მოყვარულთა ინტერესის საგანი.

ფესტივალს ჰყავდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საპატიო სტუმრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკული მარკეტინგული კომპანიის ღვინის პროფესიონალები.

ზურაბ მღვდლიაშვილი, მეღვინე, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ ხელმძღვანელი: „წელს მთავარი სიახლე უცხოელი სტუმრების არნახული სიმრავლეა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წინ მივდივართ და ვვითარდებით. ბუნებრივი ღვინო მთელს მსოფლიოში ხდება პოპულარული. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. უცხოური ბუნებრივი ღვინის დამყენებელი მარნის და ღვინის პროფესიონალების ჯგუფის სტუმრობაც თავის მხრივ ბევრ რამეზე მეტყველებს. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ წელს გვსტუმრობდა: ნიკი ნაკაზავა, ელის ფეირინგი, აარონ აისკიუ, ელზა ფორადორი, მაიკ ბენი და სხვა... სასიხარულოა, რომ საქართველო ბუნებრივი ღვინის კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ჩვენი ფესტივალი კი ყველაზე ნათლად წარმოაჩენს მეღვინეობაში არსებულ ტენდენციებსა და იმ პოტენციალს, რომელიც ქართულ ღვინოს ყოველთვის ჰქონდა“.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული