Home
ქართული | English
სექტემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

მულტიმედია

კომენტარები

ჭარხლის სუპი ქოქოსის რძით

საჭირო მასალა: 500 გ კანიანად მოხარშული წითელი ჭარხალი, 200 გ კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 400 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 400 მლ ქოქოსის რძე, 1 ცალი ლაიმი, ხმელი ქინძი, მარილი, წიწაკა და დაფქული ჯანჯაფილი – გემოვნებით, 1-2 ს.კ. კარაქი.

მომზადება: კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ. ხახვი დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ, დავუმატოთ კარტოფილი, დავასხათ ბულიონი და ვხარშოთ, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. პარალელურად დავამუშავოთ ჭარხალი - გავაცალოთ კანი და წვრილად დავჭრათ. რამდენიმე ნაჭერი შევინახოთ სერვირებისთვის, დანარჩენი კი დავუმატოთ კარტოფილს, დავასხათ ქოქოსის რძე და წამოვადუღოთ. წვნიანში ჩავამატოთ ლაიმის ცედრა და წვენი. წვნიანი ბლენდერით ავთქვიფოთ და დავუმატოთ სანელებლები.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული