საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 100 გ ნიახურის ძირი, 1 ცალი ტკბილი წითელი წიწაკა, 4 ღერი ქინძი, 1 ს.კ. ლაიმის ცედრა, 2 ს.კ. ლაიმის წვენი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 0,5 ჩ.კ. ძირა, 1 ჩ.კ. მარილი, 74 გ ველური ბრინჯისა და ბასმატის ნარევი, 2 ნაჭერი თევზის ფილე (თითო 125 გ), მარილი, წიწაკა – გემოვნებით.
მომზადება: ხახვი წვრილად დავჭრათ. ნიახურის ძირები დავჭრათ, ფოთლები კი წვრილად დავკეპოთ. პატარა კუბებად დავჭრათ ტკბილი წიწაკა. დავკეპოთ ქინძი. ამ ყველაფერს შევურიოთ ლაიმის ცედრა და წვენი, ზეითუნის ზეთი, ძირა, მარილი, წიწაკა და 10 წუთის განმავლობაში ხელით ვურიოთ. ბრინჯის ნარევი შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით მოვამზადოთ. თევზის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და პილპილი და გაცხელებულ ზეთში 3-4 წუთის განმავლობაში შევბრაწოთ. თევზი სუფრაზე ბრინჯთან და ბოსტნეულის სალსასთან ერთად მივიტანოთ.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი