Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინური (ჭაჭაზე და კლერტზე), იაგოს ღვინო, 2011

კარგი, ელვარე ოქროსფერი ღვინოა, ჭაჭაზე და კლერტზე 6 თვის მანძილზე ქვევრში დაყენებული. თავიდან ცოტათი ჩაკეტილი სურნელი აქვს, თუმცა მოგვიანებით უცბათ იხსნება მძაფრი მცენარეული ნოტები - სალბი (შალფეი), ღვია, და წიწვოვანი ტონები. ახალი, ცოცხალი ღვინოა, რომელიც დროთა განმავლობაში იმედია კიდევ უფრო დაიხვეწება. ხასიათიანი ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით. კარგი მისაყოლებელი იქნება შემწვარ ქათამთან და ნაკვერჩხალზე მომზადებულ თევზთან.  

2013 წლის დეკემბრის დახასიათება

მუხრანის ველზე, სოფელ ჩარდახში მოყვანილი ჩინურიდანაა ღვინო დაყენებული, ტრადიციული წესით, ქვევრში, ჭაჭაზე და კლერტზე 6-იანი დავარგებით. ქარვისფერი ღვინოა ოქროსფერი სხივებით. სურნელში მკვეთრი მცენარეული ტონები ჩანს, უკვე კარგად ნაცნობი ამ ღვინის მოყვარულებისთვის, სადაც წამყვანი სალბის, ველური პიტნისა და სხვა სურნელოვანი ბალახების არომატებია. ძალზე ძლიერი, ხასიათიანი ღვინოა (14%), რბილი, გაწონასწორებული ტანინებით. დაბოლოებაში ტეკილას ტონებსაც კი იგრძნობთ. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული