Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბეზეს რულეტი

საჭირო მასალა: 6 კვრცხის ცილა, 1,5 ჭიქა შაქარი, 1,5 ს.კ. სახამებელი, 1 ჩ.კ. ძმარი, მწიკვი ვანილი, მწივი მარილი, 200 მლ 33-36%-იანი ნაღები, 2-3 ს.კ. შაქრის პუდრი, 1 ჭიქა კენკრა, დამატებით - 2 ს.კ. შაქრის პუდრი და 2 ს.კ. შაქარი.

მომზადება: კვერცხის ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი და კარგად ავთქვიფოთ. როდესაც ფაფუკ მასას მივიღებთ, ნელ-ნელა დავაყაროთ შაქარი, ვანილი და ვთქვიფოთ, სანამ ბეზეს მყარ მასას არ მივიღებთ. ფრთხილად შევურიოთ სახამებელი და ძმარი. ბეზე მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ მოზრდილ თუნუქის ფურცელზე და 180 გრადუსზე 12-15 წუთი ვაცხოთ. ბეზეს ფენა გადმოვიტანოთ შაქარმოყრილ ტილოზე და მოვაშოროთ ქაღალდი. ასე დავტოვოთ 10 წუთის განმავლობაში. ამასობაში შაქრის პუდრი და ნაღები ერთად ავთქვიფოთ. ბეზეს ფენაზე გადავანაწილოთ კრემი, მოვაყაროთ კენკრა და ფრთხილად გადავახვიოთ. რულეტი 1-2 საათით შევდგათ მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.