Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოქროს თევზი მარილში

პროდუქტები: ოქროს თევზი  (ერთ ადამიანზე 1 თევზი, გააჩნია სიდიდეს), 3-4 კგ მსხვილი მარილი, რამდენიმე ტოტი ბეგქონდარა.

მწვანე სალსისთვის: რამდენიმე ტოტი ოხრახუში, 2 კბ. ნიორი. 150 მლ. ზეითუნის ზეთი , მარილი და თეთრი ღვინის ძმარი. ჯერ მწვანილი და ნიორი დავაბლენდეროთ, შემდეგ შევურიოთ დანარჩენები და ისე ავურიოთ, რომ წმინდა პიურესავით გაკეთდეს. ასეთი სოუსი ძალიან კარგია თევზეულობისთვის, ხორცისთვის, ბოსტნეულისთვის.

მომზადება: თევზს გავაცალოთ ქერცლი, მოვაჭრათ ფარფლები, ამოვაჭრათ ლაყუჩები და კარგად გავრეცხოთ.

ოქროს თევზი არომატული რომ გამოვიდეს, ლაყუჩების ადგილას ჩავუტენოთ ბეგქონდარას რამოდენიმე ტოტი. ნედლი ან ხმელი.

ჟარონაზე დავყაროთ მარილი დაახლოებით 1.5, სმ სისქის. დავნამოთ წყლით, შეგვიძლია თეთრი ღვინოც დავამატოთ. დავაწყოთ თევზი და დავაყაროთ დანარჩენი მარილი, ისე, რომ კარგად და მთლიანად დაიფაროს და ხელმეორედ დავნამოთ წყლით.

 სანამ გაზქურაში შევდგამდეთ, შეგვიძლია თევზის თვალის ადგილი დავტოვოთ ღიად, იმისთვის რომ კერძის მომზადება გავიგოთ. შეგვიძლია არც დავტოვოთ.
შევდგათ უკვე გახურებულ ღუმელში (200 გრ.) 40 წთ. გამოვიღოთ და ასე 15-20 წთ დავტოვოთ მარილში.

შემდეგ ფრთხილად ვტეხთ მარილს, მარილი საკმაოდ მაგარია, ვეცადოთ რომ თევზი არ დაზიანდეს და მარილი არ შეეხოს.

გადავიტანოთ თევზი ცალკე, ავაძროთ ფრთხილად კანი (თითქმის თავისით ძვრება), შემდეგ ხორციც ავაცალოთ და ცალკე თეფშზე გადავიტანოთ.

მოვაცილოთ ხერხემალი და თეფშზე გადავიტანოთ. გარნირად ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული მოუხდება.

მოვასხათ მწვანე სოუსი.

© Faustina

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული