Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრევეტებით გამოტენილი კალმარები

საჭირო მასალა: 4 ცალი მოზრდილი, გასუფთავებული კალმარი და მისივე საცეცები, გაყინული კრევეტები, 1/2 ხახვი, 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 40 გ მაგარი ყველი, 1 პატარა კონა ოხრახუში, 50 გ ფქვილი, მარილი, პილპილი გემოვნებით, ზეთი შესაწვავად. სოუსისათვის – 50 გ კანგაცლილი პამიდორი, 1/2 ხახვი, 200 მლ თეთრი ღვინო, 300 მლ წყალი.

მომზადება: ცოტაოდენ ზეთში მოვბრაწოთ კრევეტები და თეფშზე გადავიტანოთ. ამავე ტაფაზე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ  კრევეტები, საცეცები, დაჭრილი კვერცხი, გახეხილი ყველი, დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილი და ცოტა ხანს ტაფაზე გავაჩეროთ, თან ვურიოთ. ამ გულსართით გამოვტენოთ კალმარები, დავამაგროთ ხის ჩხირებით, ამოვავლოთ ფქვილში და ზეთში შევწვათ. იმავე ტაფაზე მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, დავასხათ ღვინო და როცა ღვინო აორთქლდება, დავუმატოთ დაჭრილი, კანგაცლილი პამიდვრები. 10 წუთის დუღილის შემდეგ დავამატოთ მარილი, პილპილი, წყალი და ნელ ცეცხლზე თავდახურული ვშუშოთ 10 წუთი, შემდეგ შიგ ჩავაწყოთ ფარშირებული კალმარები და 5 წუთი კიდევ გავაჩეროთ ცეცხლზე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული