Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ბიზნეს-იდეების მორიგი კონკურსი გამოცხადდა

ფერმერული ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ბოლო წლებში დიდი მოცულობით ფინანსური რესურსების მობილიზება გახდა შესაძლებელი. ადგილობრივი სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა არაერთი ახალი სასოფლო-სამეურნეო, მათ შორის, მეღვინეობის კოოპერატივი. 

ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2015 წლის ზაფხულიდან დიდ ყურადღებას უთმობდა ამგვარი პროგრამების შესახებ ინფორმაციის დროულ მიწოდებას მიზნობრივი აუდიტორიისთვის. ჩვენი მკითხველი იცნობს წარმატების მაგალითებსაც.

ამჯერად, ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პროექტის - „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ ფარგლებში, care international-მა კავკასიაში, რეგიონული განვითარების ასოციაციამ და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო ბიზნესიდეების გამოვლენისთვის. პროექტის ფარგლებში, 4 წლის მანძილზე, სულ 40 ასეთი ბიზნეს-იდეა შეირჩევა.  

კონკურსი ეხება ფერმერთა ჯგუფებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც მცირე ბიზნესით არიან დაინტერესებულნი და რეგისტრირებულნი არიან პროექტის 8 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთში. ეს მუნიციპალიტეტებია: ხობი, სენაკი, აბაშა, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ცაგერი, ლენტეხი. 

პროექტის მიზანია სამიზნე მუნიციპალიტეტებში ბიზნესზე ორიენტირებული, ფერმერთა მდგრადი გჯუფების / კოოპერატივების წარმოების წახალისება. 

პროექტის პირველ ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო ბიზნესიდეების მქონე ფერმერული ჯგუფები / კოოპერატივები. გამარჯვებულები მომდევნო ეტაპზე გაივლიან Care International-ის მიერ ორგანიზებულ წვრთნებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ორგანიზაციულ განვითარებასა და ბიზნესგეგმების ჩამოყალიბებაში. 

დაინტერესებულმა ჯგუფებმა ბიზნესიდეის შესახებ უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარადგინონ პროექტის ოფისში ხელზე, ან გაგზავნონ ფოსტით, მისამართზე ქ. სამტრედია, კაკაბაძის ქ. # 8. განაცხადის წარდგენის ბოლო ბადაა 2015 წლის 25 დეკემბერი. 

ანუ, თუ თქვენ ხართ რეგისტრირებული კოოპერატივის წევრი, ან, უბრალოდ, ხართ ფერმერი და გაქვთ სხვა ფერმერებთან მუშაობის ერთობლივი გამოცდილება, შეგიძლიათ, დღესვე დაიწყოთ ფიქრი თქვენი საქმიანობის მცირე ბიზნესად განვითარებაზე. 

დეტალური ინფორმაცია და პროექტის საგანაცხადო ფორმა იხილეთ პროგრამა ENPARD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

იხ. „მარანის“ პუბლიკაცია - სახელმწიფო პროგრამები აგროსფეროს განვითარებისთვის 

იხ. „მარანის“ პუბლიკაცია - საერთაშორისო პროგრამები აგროსფეროს განვითარებისთვის 

იხ. „მარანის“ პუბლიკაცია მეღვინეობის კოოპერატივების შესახებ 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული