Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

“რასსოლნიკი”

საჭირო მასალა: 300 გ. მჟავე კიტრი, 300 გ. კარტოფილი, 3 თავი ხახვი, 1-2 ცალი სტაფილო, 600 გ. საქონლის ძვლიანო ხორცი, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა რეჰანი, 50 გ. ზეთი, 2 ლ. კიტრის მწნილის წვენი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხორცს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ, დავუმატოთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა. კარტოფილი ნახევრად რომ მოიხარშება, ჩავასხათ კიტრის მწნისლის წვენი და ცეცხლს ჩავუწიოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და დაჭრილი კიტრის მწნილი, შევანელოთ მარილითა და პილპილით. მოშუშული ბოსტნეული ჩავამატოთ ხორცს. სულ ბოლოს ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. წვნიანი შეგვიძლია მივირთვათ როგორც ცხელ, ასევე ცივ მდგომარეობაშI არაჟანთან ერთად.
 
©ღვინის კლუბი/vinoge.com


martla gemrieli wvniania.da tan ucxo

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234