Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრევეტები მანგოთი მექსიკურად

საჭირო მასალა: 3 ს.კ. ძირას მარცვლები, 3 ს.კ. შავი პილპილის მარცვლები, 0.5 ჩ.კ. კაიენის წიწაკა, 24 ცალი დიდი სამეფო კრევეტი, ზეითუნის ზეთი. მანგოს გარნირისთვის – 1 მანგო, 1  წვრილად დაჭრილი წითელი წიწაკა, 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 ს.კ. დაკეპილი ოხრახუში, 2 ს.კ. ფორთოხლის წვენი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი.

მომზადება: ძირას და პილპილის მარცვლები ტაფაზე უცხიმოდ მოვხალოთ, ვიდრე სურნელს არ გაუშვებს. შემდეგ მოვათავსოთ ქვასანაყში კაიენის წიწაკასთან ერთად და ისე დავნაყოთ, რომ პუდრად იქცეს. კრევეტები ავაცვათ წინდაწინ წყალში დამბალ 8 ცალ ხის შამფურზე, ვაპკუროთ ზეითუნის ზეთი და შევწვათ გრილზე ან მაყალზე, თითოეული მხარე 3-5 წუთის განმავლობაში. პარალელურად მოვამზადოთ გარნირი – მანგო გავჭრათ, კურკა ამოვაცალოთ, გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ავურიოთ დაჭრილი ხახვი, ტკბილი წიწაკა, ოხრახუში, ფორთოხლის წვენი და სუფრასთან მივიტანოთ შემწვარ კრევეტებთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული