Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

კახური სამეფო (თეთრი), ქინძმარაულის მარანი, 2007

ბოლო დროის მანძილზე რამდენიმე კომპანია საკმაოდ ხარისხიან კახურ ტრადიციულ ღვინოს ასხამს. ეს “კახური სამეფო” ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ღვინოა. იგი სამი ძირითადი კახური ჯიშიდან, რქაწითლიდან, მწვანედან და ხიხვიდანაა დაყენებული. ქარვისფერია, პირველივე ყლუპიდანვე ფეიხოას ძალიან მკვეთრი სურნელები იგრძნობა, რაც განსაკუთრებულ პიკანტურობას სძენს ღვინოს, ასევე ამოიკითხავთ დაფნის ტონებსაც. ძალზე დაბალანსებული ღვინოა, დარბილებული ტანინებით, გემრიელი დაბოლოებით. მიაყოლეთ აჯაფსანდალს, ნიგვზიან ბადრიჯანს, ჩანახს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123