Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი ბარისაშვილის ლექცია ღვინის კლუბში

ღვინის კლუბი საქართველოსგეოგრაფიულისაზოგადოებისსხდომათადარბაზში აგრძელებს ლექცია–სემინარების ციკლს ღვინისა და კულინარიის თემაზე. 22 ნოემბერსგიორგიბარისაშვილმაწაიკითხა მოხსენება„ცოტა რამქართულიქვევრისშესახებ“, რომელიც მოიცავდა საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას ქვევრის შესახებ – უძველესი ისტორიული ცნობებით დაწყებული, დღევანდელი პრობლემატიკით დამთავრებული.

გიორგი ბარისაშვილის თქმით, უკვე სადავო აღარ არის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრის ნიმუშები საღვინე ჭურჭლად გამოიყენებოდა. ამას ადასტურებს ქვევრებში აღმოჩენილი ღვინის მჟავა, რომელიც იქ მხოლოდ ღვინის ხანგრძლივი შეხების შედეგად შეიძლებოდა დარჩენილიყო.

გიორგი ბარისაშვილმა ისაუბრა ციხიაგორაზე, ბაგინეთსა და სხვა ადგილებში შემორჩენილ უძველეს მარნებზე, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩაფლული ქვევრები ზოგჯერ დაუზიანებლადაც კი არის შემონახული. ისტორიულ მარნებში ხშირად მხოლოდ ქვევრებია წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული მარნის უმთავრესი ატრიბუტი ქვევრია. ისტორიულ–არქიტექტურული თვალსაზრისით, ასევე საინტერესოა ე. წ. კოშკმარნები – ერთდროულად ღვინის საცავისა და თავდაცვითი ფუნქციის მქონე ნაგებობები.

ქართული მარანი და მისი მოწყობა, ქვევრის დამუშავება ცვილით, ქვევრის დამზადება – ამ თემებზე გიორგი ბარისაშვილმა დამსწრე საზოგადოების უამრავ კითხვას უპასუხა. დასასრულს მან განაცხადა, რომ მზადა აქვს მოხსენება ქართულ საღვინე ჭურჭელზე, რომელსაც ღვინის კლუბში მომავალი წლის დასაწყისში წარმოადგენს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



კარგი იყო!!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული