Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალათები კიბორჩხალით

მასალა კალათებისთვის: 2 კარტოფილი, 1 კვერცხი, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, დანის წვერით მუსკატის კაკალი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.

მასალა გულსართისთვის: კიბორჩხალის ხორცი ან ჩხირები, 1 პატარა მწვანე ვაშლი, 1 ს/კ დაჭრილი ოხრახუში, 1 ს/კ ლიმონის წვენი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკა გემოვნებით, ბროწეულის მარცვლები – მოსართავად.

მომზადება: კარტოფილი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები კალათებისთვის, კარაქის გარდა. ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსამდე. მაფინის ან კექსის პატარა ფორმებს წავუსვათ კარაქი, ხელით ავიღოთ ცოტა კარტოფილის მასა, გავწუროთ, გადავანაწილოთ ფორმებში და მივცეთ კალათის ფორმა, მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი და ვაცხოთ დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში შეწითლებამდე. სანამ კალათები ცხვება, მოვამზადოთ გულსართი: დავაქუცმაცოთ კიბორჩხალები ან ჩხირები, გავხეხოთ ვაშლი და სხვა ინგრედიენტები და კარგად მოვურიოთ. გამომცხვარ კალათებში ჩავდოთ გულსართი და მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით.

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული