Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დაკონსერვებული კალმარის სალათა

საჭირო მასალა: 400 გ დაკონსერვებული კალმარი, 300 გ ყაბაყი ან ცუკინი, 200 გ წითელი და ყვითელი ფერის პამიდორი ჩერი, ზეთი შესაწვავად, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 წითელი ბულგარული წიწაკა, 50 გ ზეთისხილი, 2 ს.კ. წვრილად დაკეპილი მწვანილი (კამა, ოხრახუში, რეჰანი, ბეგქონდარა),

75 მლ ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. ძმარი ბალზამიკო, მარილი, წიწაკა ჩილი გემოვნებით.

მომზადება: ყაბაყი დავჭრათ 5 სმX 6 მმ  თხელ ნაჭრებად და მაღალ ტემპერატურაზე შევწვათ 2-3 წუთის განმავლობაში. თასში მოვათავსოთ შუაზე გაჭრილი პამიდვრები, მოგრძო,თხელ ნაჭრებად დაჭრილი კალმარები, დაჭრილი ზეთისხილი, დაქუცმაცებული ნიორი, ხახვი და ჩილი, დაკეპილი მწვანილი და კარგად ავურიოთ. დავუმატოთ შემწვარი ყაბაყი, ზეითუნის ზეთი, ძმარი ბალზამიკო და სურვილისამებრ, კალმარის კონსერვის წვენი. გავაჩეროთ 1 საათი და სუფრასთან მივიტანოთ პურის ნაჭრებთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული